„არსენალში“ აცხადებენ, რომ ბოთლის მსროლელი ამოცნობილია
„არსენალში“ აცხადებენ, რომ ბოთლის მსროლელი ამოცნობილია

ლონდონის „არსენალში“ აცხადებენ, რომ უკვე ამოიცნეს ადამიანი, რომელმაც ოთხშაბათს, „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ საშინაო მატჩის მიმდინარეობისას, ტრიბუნიდან პლასტმასის ბოთლი ისროლა.

ბოთლი „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველ დელე ალის თავში მოხვდა, თუმცა სერიოზული ტრავმა ამას არ გამოუწვევია.

პოლიცია ინციდენტს იძიებს.

„ადამიანი, რომელიც ამოცნობილ იქნება, მიიღებს ხანგრძლივ საკლუბო დისკვალიფიკაციას და კანონის მიხედვითაც დაისჯება. ჩვენ ყველას გვრცხვენია ამ ინციდენტის“, – ნათქვამია „არსენალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მატჩი, რომელიც „არსენალის“ საშინაო არენაზე გაიმართა, „კარაბაოს თასის“ (ყოფილი ინგლისის ლიგის თასი) მეოთხედფინალი იყო და სტუმართა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.