„არსენალს“ მარტინ ედეგორის შენარჩუნება სურს #1TVSPORT
„არსენალს“ მარტინ ედეგორის შენარჩუნება სურს #1TVSPORT

„არსენალის“ ნახევარმცველი მარტინ ედეგორი, რომელზეც უფლებები მადრიდის „რეალს“ გააჩნია, შესაძლოა, ლონდონური კლუბის მუდმივი წევრი გახდეს.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, „არსენალი“ კმაყოფილია ნორვეგიელი ფეხბურთელის მონდომებით როგორც მატჩებზე, ასევე ვარჯიშებზე, ამიტომაც შეეცდება მის შენარჩუნებას. ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონელები აპირებენ მოლაპარაკებების გამართვას „რეალთან“.

აღნიშნავენ, რომ ედეგორთან დაკავშირებით გადამწყვეტი ფაქტორი იქნება მადრიდულ კლუბში მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის მომავალი.

ედეგორმა „არსენალში“ რვა მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.