„არსენალს“ მადრიდის „რეალთან“ შეხვედრებში გაბრიელ მაგალაესი ვერ დაეხმარება - ბრაზილიელისთვის სეზონი დასრულდა #1TVSPORT
„არსენალის“ ცენტრალური მცველისთვის, ბრაზილიელი გაბრიელ მაგალაესისთვის 2024/25 წლის სეზონი დასრულდა.
ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში „ფულემთან“ მიიღო. კვლევებით დადგინდა, რომ მას ბარძაყის კუნთი სერიოზულად აქვს დაზიანებული და ოპერაცია სჭირდება.
27 წლის მცველის რეაბილიტაციის პროცესი, დაახლოებით, სამ თვეს გასტანს და ის მოედანზე მომდევნო სეზონის დასაწყისისთვის დაბრუნდება.
შესაბამისად, მაგალაესი „არსენალს“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებში დააკლდება. ინგლისური გუნდის მეტოქე ამ ეტაპზე ტურნირის მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „რეალია“.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 8 აპრილს ლონდონში გაიმართება, ხოლო განმეორებითი 15 აპრილს მადრიდში.