„არსენალს“ გაბრიელ ჟეზუსი ტრავმის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT

14:29, 14.01.2025

„არსენალის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა მუხლის ჯვარედინი იოგების მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე გასვლას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს.

27 წლის ფეხბურთელმა მუხლი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის 1/32 ეტაპის შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ დაიზიანა. ის მატჩი „არსენალმა“ პენალტების სერიაში დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.

მსგავსი ტრავმის მოშუშებას, დაახლოებით, 9-10 თვე სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთის თამაშს, მინიმუმ, შემოდგომამდე ვერ შეძლებს.

გაბრიელ ჟეზუსს მოქმედი კონტრაქტი „არსენალთან“ 2027 წლამდე აკავშირებს. გუნდის მაისურით ჩატარებულ 96 შეხვედრაში მის ანგარიშზე 26 გოლია.

მსგავსი