„არსენალს“ ჟორჟინიოს შეძენა სურს
„არსენალს“ ჟორჟინიოს შეძენა სურს

„არსენალი“ მეორე ლონდონური კლუბის, „ჩელსის“ ნახევარმცველით, ჟორჟინიოთი დაინტერსდა, – იუწყება Sky Sports.

გამოცემის განმარტებით, „არსენალი“ ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და „ჩელსის“ 28 წლის ფეხბურთელი ამ პოზციაზე მთავარ კანდიდატურად განიხილება.

ახალ სეზონში ჟორჟინიომ „ჩელსის“ შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.

პორტალი Transfermarkt ჟორჟინიოს სატრანსფერო თანხად 52 მილიონ ევოს ასახელებს.