„არსენალმა“„რეალიდან“ მარტინ ოდეგორი შეიძინა #1TVSPORT
„არსენალმა“„რეალიდან“ მარტინ ოდეგორი შეიძინა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „რეალიდან“ ნორვეგიელი ნახევარმცველის მარტინ ოდეგორის ტრანსფერი.

პრესის ცნობით, ეს გარიგება ინგლისურ კლუბს 40 მილიონი ევრო დაუჯდება, კონტრაქტი კი 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

გასულ სეზონში ოდეგორმა „არსენალში“ იჯარის წესით ითამაშა, პრემიერლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.

როგორც ლონდონური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ოდეგორის ტრანსფერი ბოლომდე დასრულებული არ არის, ამიტომაც კვირას პრემიერლიგის მეორე ტურში „ჩელსის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.