„არსენალმა“ ვიქტორ დიოკერეშის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდმა ვიქტორ დიოკერეშმა, შესაძლოა, კარიერა „არსენალში“ გააგრძელოს, – იტყობინება გამოცემა Football Insider.
წყაროს ცნობით, ლონდონელებმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები 26 წლის შვედის შესაძლო გადასვლაზე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
მიმდინარე სეზონში დიოკერეშმა 46 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 47 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.