ლისაბონის „სპორტინგისა“ და შვედეთის ნაკრების ფორვარდი ვიქტორ დიოკერეში, დიდი ალბათობით, კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, მხარეებმა სრულად შეათანხმეს ტრანსფერის დეტალები. ლონდონური კლუბი „სპორტინგს“ ბონუსების გათვალისწინებით 73.5 მილიონ ევროს გადაუხდის, 27 წლის ფეხბურთელი კი „არსენალთან“ 2030 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს კონტრაქტს.
2024-25 წლების სეზონში დიოკერეშმა ყველა ტურნირზე 52 მატჩში 54 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მან „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ „რეალის“ ფორვარდს კილიან მბაპეს ჩამორჩა.