„არსენალმა“ „სპორტინგის“ ბარიერი გადალახა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT
„არსენალმა“ „სპორტინგის“ ბარიერი გადალახა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT

„არსენალმა“ ორმატჩიან დუელში ლისაბონის „სპორტინგი“ 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

ლონდონში გამართული განმეორებითი მეოთხედფინალური შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. „არსენალმა“ გადამწყვეტი უპირატესობა პირველ მატჩში მოიპოვა – მიკელ არტეტას გაწვრთნილმა გუნდმა აღნიშნული მატჩი (1:0) უკანასკნელ წუთებზე კაი ჰავერცის გოლით მოიგო.

შედეგად, „არსენალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს – გასულ წელს ინგლისელები „პარი სენ-ჟერმენთან“ დამარცხდნენ.

ლონდონელთა მეტოქე ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკო“ იქნება. გუნდებს შორის პირველი მატჩი მადრიდში 29 აპრილს შედგება, ხოლო განმეორებითი – ლონდონში 5 მაისს.