„არსენალმა“ შეიძლება მარკუს რეშფორდი იყიდოს #1TVSPORT
„არსენალმა“ შეიძლება მარკუს რეშფორდი იყიდოს #1TVSPORT

„არსენალი“, „იუვენტუსი“ და „ჩელსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის, მარკუს რეშფორდის შეძენას აპირებენ, რომელიც ამ სეზონში იჯარით „ბარსელონაში“ თამაშობს. ამის შესახებ წერს გამოცემა Football365.

წყაროს ცნობით, კატალონურ კლუბს გარემარბის შენარჩუნება სურს, მაგრამ განიხილავს ინგლისელის ისევ იჯარით აყვანას. თავის მხრივ, „იუნაიტედს“ დაგეგმილი აქვს 28 წლის ფეხბურთელის გაყიდვა მნიშვნელოვანი ფინანსური მოგების მიღების მიზნით. ამასთან, მანჩესტერელებმა შეიძლება უარი თქვან რეშფორდის „არსენალში“ ან „ჩელსიში“ გაყიდვაზე, რათა არ გააძლიერონ კონკურენტები.

ამ სეზონში რეშფორდმა 38 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.