„არსენალმა“ სეზონში ყველა ლონდონური დერბი მოიგო - შვიდიდან შვიდი #1TVSPORT
„არსენალმა“ სეზონში ყველა ლონდონური დერბი მოიგო - შვიდიდან შვიდი #1TVSPORT

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „არსენალმა“ ჩრდილო-ლონდონურ დერბიში სტუმრად „ტოტენჰემი“ დაამარცხა.

ასე რომ, „არსენალმა“ მიმდინარე სეზონში ლონდონურ კლუბებს შვიდიდან შვიდჯერ მოუგო.

საკუთარ „ემირეიტს სტედიუმზე“ მიკელ არტეტას გუნდმა „ტოტენჰემს“, „ფულჰემს“ და „ვესტ ჰემს“ სძლია, სტუმრად კი დაამარცხა „კრისტალ პალასი“, „ჩელსი“, „ბრენტფორდი“ და იგივე „ტოტენჰემი“.

უნდა აღინიშნოს, რომ „არსენალს“ სათამაშო რჩება „ჩელსისთან“, „ვესტ ჰემთან“, „კრისტალ პალასთან“, „ბრენტფორდთან“ და „ფულჰემთან“.