„არსენალმა“ „სევილიას“ ექვსი გოლი გაუტანა, ლონდონურმა კლუბმა შვიდი საწვრთნელი შეხვედრიდან ექვსი მოიგო, გაბრიელ ჟესუსმა შვიდი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„არსენალმა“ „სევილიას“ ექვსი გოლი გაუტანა, ლონდონურმა კლუბმა შვიდი საწვრთნელი შეხვედრიდან ექვსი მოიგო, გაბრიელ ჟესუსმა შვიდი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ ემირეიტსის თასზე „სევილიას“ განადგურებით დაასრულა წინასასეზონო მზადება. ინგლისურმა კლუბმა ესპანელებს 6:0 მოუგო. ჰეთ-თრიკი შეასრულა „მანჩესტერ სიტიდან“ შეძენილმა გაბრიელ ჟესუსმა, დუბლი მიითვალა ბუკაიო საკამ, ბოლო გოლი კი ედი ნკეტიას ანგარიშზე იყო.

„არსენალმა“ წინასასეზონო მზადებისას შვიდი მატჩი ჩაატარა და ექვსი მოიგო – 5:1 „იფსვიჩთან“, 5:3 „ნიურნბერგთან“, 2:0 „ევერტონთან“, 3:1 „ორლანდოსთან“, 4:0 „ჩელსისთან“ და 6:0 „სევილიასთან“. ერთადერთი მარცხი ჰქონდა მიკელ არტეტას გუნდს „ბრენტფორდთან“ (1:2). ეს შეხვედრა „არსენალმა“ მეორე შემადგენლობით ჩაატარა.

ამ მატჩებში „არსენალმა“ 26 გოლი გაიტანა, აქედან შვიდი გოლი გაბრიელ ჟესუსის, ხოლო ექვსი – ნკეტიას ანგარიშზეა.

 

არსენალი-სევილია  6:0

გოლები: 1:0 საკა (10-პენ), 2:0 გაბრიელ ჟესუსი (13), 3:0 გაბრიელ ჟესუსი (15), 4:0 საკა (19), 5:0 გაბრიელ ჟესუსი (77), 6:0 ნკეტია (88)

არსენალი: რემსდეილი, უაიტი, გაბრიელი, სალიბა, ზინჩენკო (79. სოარეში), ჯაკა (90. ლოკონგა), ტომასი (79. ელნენი), საკა (79. ნკეტია), ედეგორი, მარტინელი (90. ნელსონი), გაბრიელ ჟესუსი (79. პეპე).