„არსენალმა“ საბერძნეთის ნაკრების ფორვარდი 40 მილიონად შეიძინა #1TVSPORT
მოახლოებული სეზონის წინ ლონდონის „არსენალის“ შემადგენლობა ბერძენმა ფორვარდმა, ხრისტოს ცოლისმა შეავსო.
24 წლის გარემარბი ინგლისის ჩემპიონის რიგებში „ბრიუგედან“ გადავიდა და მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, ცოლისის ტრანსფერი „არსენალს“ 40 მილიონი ევრო დაუჯდა.
ბერძენმა ფეხბურთელმა „ბრიუგეს“ შემადგენლობაში 108 მატჩი ჩაატარა, 43 გოლი გაიტანა და 45 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ცოლისი „არსენალში“ მე-17 ნომრით ითამაშებს.