„არსენალმა“ რვა თანამშრომელი დაითხოვა
„არსენალმა“ რვა თანამშრომელი დაითხოვა

გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ლონდონის „არსენალში“ სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო.

კლუბი სკაუტთა სამსახურის ხელმძღვანელმა სტივ მოროუმ დატოვა. თავის დროზე, ის „არსენალში“ თამაშობდა – 1988-97 წლებში.

ლონდონურმა კლუბმა ასევე გაათავისუფლა სკაუტები – კევინ ბიდელი, დენ რაისი, დეივ ლი და კიდევ ოთხი თანამშრომელი.

პრემიერლიგის 11 ტურის შემდეგ, „არსენალს“ 17 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მეხუთე ადგილზეა.