„არსენალმა“ ოთხი გოლი გაუშვა და ინგლისის თასს გამოეთიშა
„არსენალმა“ ოთხი გოლი გაუშვა და ინგლისის თასს გამოეთიშა

ინგლისის თასის გათამაშებაში 1/32 ფინალის ეტაპი მიმდინარეობს. გათამაშებას გამოეთიშა თასის მოქმედი მფლობელი – ლონდონის „არსენალი“.

არსენ ვენგერის გუნდი სტუმრად დამარცხდა ქვედალიგელ „ნოტინგემ ფორესტთან“ – 2:4.

მასპინძელთგან დუბლი ერიკ ლიჩეიმ შეასრულა, თითო გოლი გაიტანეს ბენ ბრერეტონმა და კირან დოუელმა. „არსენალის“ მხრიდან თავი გამოიჩინეს პერ მერტეზაკერმა და დანი უელბეკმა.

აღსანიშნავია, რომ „არსენალი“ პირველად გამოეთიშა ინგლისის თასის გათამაშებას 1/32 ფინალიდან ვენგერის მწვრთნელობის პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბს ბოლო ოთხ წელიწადში სამჯერ ჰქონდა მოგებული ინგლისის თასი.

პრემიერლიგის გუნდების მონაწილეობით სხვა მატჩების შედეგები:

ლივერპული-ევერტონი 2:1
მანჩესტერ იუნაიტედი-დერბი 2:0
ფლიტვუდი-ლესტერი 0:0
ბორნმუთი-უიგანი 2:2
ბოლტონი-ჰადერსფილდი 1:2
ექსეტერი-ვესტ ბრომვიჩი 0:2
ფულჰემი-საუთჰემპტონი 0:1
მანჩესტერ სიტი-ბარნლი 4:1
ნიუკასლი-ლუტონი 3:1
უოტფორდი-ბრისტოლი 3:0
ვულვზი-სუონსი 0:0
ნორვიჩი-ჩელსი 0:0
შრიუსბერი-ვესტ ჰემი 0:0
ტოტენჰემი-უიმბლდონი 3:0