„არსენალმა“ ნიკოლა პეპეს ტრანსფერი შეათანხმა
„არსენალმა“ ნიკოლა პეპეს ტრანსფერი შეათანხმა

ლონდონის „არსენალმა“ ფრანგული „ლილის“ ფორვარდ ნიკოლა პეპეს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია, – იტყობინება „ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია“ (BBC).

ინგლისური კლუბი მზად არის, ფეხურთელში რამდენიმე ეტაპად გადაიხადოს 72 მილიონი ევრო. ელოდებიან, რომ ტრანსფერს ოფიციალურად რამდენიმე დღეში გააფორმებენ.

24 წლის კოტდივუარელმა გასულ სეზონში 41 ოფიციალურ მატჩში 23 გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდეა ძალაში.

პეპეს მიმართ დაინტერესებას ბევრი გრანტი გამოთქვამს, მათ შორის, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნაპოლი“ და „ბაიერნი“.