„არსენალმა“ მარტინელი წლის ბოლომდე დაკარგა
„არსენალმა“ მარტინელი წლის ბოლომდე დაკარგა

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი გაბრიელ მარტინელი 2020 წლის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს, 19 წლის ფორვარდმა დაზიანება ვარჯიშზე, პარტნიორთან შეჯახებისას მიიღო. ბრაზილიელმა წარმატებით გადაიტანა მარცხენა მუხლზე ოპერაცია, მაგრამ მხოლოდ წლის ბოლოს შეძლებს ვარჯიშების განახლებას.

ამ სეზონში მარტინელიმ 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ივლისის დასაწყისში თავდამსხმელმა „არსენალთან“ ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

დატოვე კომენტარი