„არსენალმა“ მარტინ სუბიმენდის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა - კლუბი ახლოსაა, ვიქტორ გიოკერესიც გაიფორმოს #1TVSPORT
„არსენალმა“ მარტინ სუბიმენდის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა - კლუბი ახლოსაა, ვიქტორ გიოკერესიც გაიფორმოს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ ესპანელი ნახევარმცველის, მარტინ სუბიმენდის შეძენის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

„სოსიედადის“ ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ ლონდონურმა კლუბმა 65 მილიონი ევრო გადაიხადა. 26 წლის ფეხბურთელმა „არსენალთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდის შემადგენლობაში 36-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „არსენალი“ ასევე ახლოსაა, „სპორტინგის“ შვედი თავდამსხმელი, ვიქტორ გიოკერესი შეიძინოს. გარიგება კლუბს 80 მილიონი ევრო დაუჯდება.

გავრცელებული ცნობებით, გიოკერესმა ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს უარი უთხრა და ჩრდილოეთ ლონდონის წარმომადენელთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.