„არსენალმა“ ლევერკუზენში მატჩი 89-ე წუთზე პენალტით გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
ლონდონის „არსენალმა“ შეწყვიტა ჩემპიონთა ლიგაზე 8-მატჩიანი მოგებების სერია. პრემიერლიგის ლიდერმა მერვედფინალის პირველ მატჩში სტუმრად „ლევერკუზენთან“ 1:1 ითამაშა. მანამდე მიკელ არტეტას გუნდმა რვიდან რვა შეხვედრა მოიგო ძირითად ეტაპზე.
ანგარიში 46-ე წუთზე „ლევერკუზენის“ ნახევარმცველმა რობერტ ანდრიხმა გახსნა. „არსენალმა“ 89-ე წუთზე კაი ჰავერტცის პენალტით გაათანაბრა.
საპასუხო შეხვედრა 17 მარტს ლონდონში გაიმართება.