„არსენალმა“ კაი ჰავერტცი დიდი ხნით დაკარგა, ლონდონური კლუბი მის შემცვლელს ეძებს #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ფორვარდი კაი ჰავერტცი ტრავმის გამო „არსენალის“ უახლოეს მატჩებს გამოტოვებს.
გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს მუხლი აქვს დაზიანებული. ჯერჯერობით უცნობია, რა ვადით გამოეთიშა თამაშს ჰავერტცი.
გასულ სეზონში გერმანელი თებერვლის დასაწყისიდან მაისის მეორე ნახევარამდე ვერ თამაშობდა ბარძაყის ტრავმის გამო.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ „არსენალის“ ხელმძღვანელობა უკვე სწავლობს სატრანსფერო ბაზარს ჰავერტცის შემცვლელის მოსაძებნად. ამ მომენტისთვის ახალბედა ვიქტორ დიოკერეში ერთადერთი ხელმისაწვდომი ფორვარდია მთავარი მწვრთნელისთვის.