„არსენალმა“ იოზილისა და სანჩესის გარეშე „ბორნმუთთან“ წააგო
„არსენალმა“ იოზილისა და სანჩესის გარეშე „ბორნმუთთან“ წააგო

ლონდონის „არსენალმა“ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო პრემიერლიგაში. 23-ე ტურში არსენ ვენგერის გუნდი სტუმრად თამაშობდა „ბორნმუთის“ წინააღმდეგ და ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ ვერ შეძლო სამი ქულის აღება.

„არსენალი“ ბელერინის მიერ 52-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდა, მაგრამ ხუთწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა უილსონისგან (70-ე წუთი) და აიბისგან (74-ე წუთი) და 1:2 წააგო. აღსანიშნავია, რომ ლონდონური კლუბი ისტორიაში პირველად დამარცხდა „ბორნმუნთთან“.

აღსანიშნავია, რომ „არსენალი“ ამ მატჩში მესუთ იოზილისა და ალექსის სანჩესის გარეშე თამაშობდა. მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანჩესი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეუთანხმდა კონტრაქტზე.

ამ წაგების შემდეგ, „არსენალი“ 39 ქულით მეექვსე ადგილზე დარჩა და ხუთი ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას.