„არსენალმა“ ჰავერცი სეზონის ბოლომდე დაკარგა #1TVSPORT
„არსენალმა“ ჰავერცი სეზონის ბოლომდე დაკარგა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი კაი ჰავერცი სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან, – წერს გამოცემა The Athletic.

25 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა დუბაიში გუნდის ვარჯიშის დროს მუხლი დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდა. აღნიშნავენ, რომ ჰავერცი ფსიქოლოგიურად უკვე შეუდგა შემდეგი სეზონისთვის მზადებას.

მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 34 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.