„არსენალმა“ გაბრიელ ჟესუსთან შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
„არსენალმა“ გაბრიელ ჟესუსთან შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

„არსენალი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდთან გაბრიელ ჟესუსთან, – ამტკიცებს გამოცემა Sport Witness.

მხარეებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს მოლაპარაკებებში, რომელიც „არსენალის“ სპორტულმა დირექტორმა ედუმ მოაწყო. აღნიშნავენ, რომ ლონდონურმა კლუბმა დაარწმუნა 25 წლის ბრაზილიელი „არსენალში“ გადასვლაზე, თუმცა კლუბებს შორის შეთანხმება ჯერ არ არსებობს.

ელოდებიან, რომ ალექსანდრ ლაკაზეტი დატოვებს „არსენალს“ სეზონის დასრულების შემდეგ, ამიტომაც ლონდონელები შეტევის გაძლიერების გზებს ეძებენ. „მანჩესტერ სიტი“ კი ზაფხულში „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰალანდს გაიფორმებს, რაც რეალურს ხდის ამ გუნდიდან გაბრიელ ჟესუსის წასვლას.

ამ სეზონში ჟესუსმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.