„არსენალმა“ ეზრი კონსა შეიძინა #1TVSPORT
„ასტონ ვილასა“ და ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი ეზრი კონსა კარიერას „არსენალში“ გააგრძელებს, – წერს გამოცემა The Athletic-ი.
ინგლისის ჩემპიონმა მოილაპარაკა 51 მილიონ ფუნტად 28 წლის ფეხბურთელის შეძენაზე. კონსა უკვე გამოეთხოვა თანაგუნდელებს და მალე ლონდონური კლუბისთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ეზრი კონსა „ჩარლტონის“ აღზრდილია. „ასტონ ვილას“ შემადგენლობაში ის 2019 წლიდან თამაშობდა.