„არსენალმა“ „ემირეიტს თასი“ მოიგო, დიოკერეშმა ახალ გუნდში პირველი გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ლონდონის „არსენალმა“ დაასრულა მზადება პრემიერლიგის ახალი სეზონისთვის.
მიკელ არტეტას გუნდმა 3:0 დაამარცხა „ბილბაო“ წინასასეზონო ერთმატჩიან ტურნირზე – Emirates Cup-ზე.
„არსენალის“ რიგებში პირველი გოლი გაიტანა ახალწვეულმა ვიქტორ დიოკერეშმა. ასევე თავი გამოიჩინეს ბუკაიო საკამ და კაი ჰავერტცმა.
ლონდონელებმა მეცხრედ და ზედიზედ მეოთხედ მოიგეს Emirates Cup-ი. ეს ტურნირი ასევე მოუგიათ „ლიონს“, „ვალენსიას“, „გალათასარაის“, „ჰამბურგსა“ და „ნიუ იორკ რედ ბულზს“.
პრემიერლიგის პირველ ტურში „არსენალი“ 17 აგვისტოს სტუმრად შეხვდება „მანჩესტერ იუნაიტედს“.