„არსენალმა“ ემერის შემცვლელის ძიება დაიწყო
„არსენალმა“ ემერის შემცვლელის ძიება დაიწყო

გაზეთ „დეილი მეილის“ ინფორმაციით, „არსენალის“ ხელმძღვანელობა პრემიერლიგის ბოლო ტურში „საუთჰემპტონთან“ ფრეს (2:2) შემდეგ, აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა. ლონდონური კლუბის ბოსებს გუნდის მთავარ მწვრთნელთან უნაი ემერისთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ზაფხულში უნდოდათ, მაგრამ გუნდის კატასტროფული თამაში აიძულებთ უკვე ღიად გამოაცხადონ ემერის შემცვლელის ძებნის საკითხი.

„არსენალის“ სიაში შეიყვანეს „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, „არსენალის“ ყოფილი კაპიტანი მიკელ არტეტა, რომელიც დღეს „მანჩესტერ სიტიში“ ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწეა და „ტოტენჰემის“ ექს-დამრიგებელი მაურიციო პოჩეტინო.

თუ გუნდი აქ დასახელებულ რომელიმე მწვრთნელს ვერ მოელაპარაკება, ხელმძღვანელობა, დიდი ალბათობით დროებით შესთავაზებს პოსტს ემერის თანაშემწეებს – ფრედი ლიუნგბერგს ან სტივ ბოულდს.

პრემიერლიგის 13 ტურის შემდეგ, „არსენალი“ გათამაშების ცხრილში მერვე ადგილზეა. პირველადგილოსანთან ჩამორჩენა კი 19 ქულას შეადგენს.