არსენალმა დენის სუარესი იჯარით აიყვანა
არსენალმა დენის სუარესი იჯარით აიყვანა

არსენალმა ბარსელონიდან ნახევარმცველი დენის სუარესი იჯარით, სეზონის დასრულებამდე აიყვანა.

ესპანურმა გრანდმა 25 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუგრძელა, მაგრამ „მეთოფეებს“ შეუძლიათ ზაფხულში მის შეძენაზეც იფიქრონ.

სუარესი ბარსელონას რიგებში 2013 წლიდან დამაშობს და მას შემდეგ ამ გუნდის მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, თუმცა მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ რვაჯერ გამოჩნდა.

2013 წლამდე ის სევილიაში, არსენალის ამჟამინდელი მწვრთნელის, უნაი ემერის ხელმძღვანელობით თამაშობდა.