„არსენალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ზინჩენკოს ტრანსფერზე მოილაპარაკეს #1TVSPORT
„არსენალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ ზინჩენკოს ტრანსფერზე მოილაპარაკეს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ თანხმობა მიიღო „მანჩესტერ სიტისგან“ ალექსანდ ზინჩენკოს გადასვლაზე.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, კლუბებმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს 25 წლის უკრაინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე.

ლონდონური კლუბი ზინჩენკოში დაახლოებით 35 მილიონ ევროს გადაიხდის.

ამასთან აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებები თავად ზინჩენკოსთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე ჯერაც გრძელდება. წერენ, რომ უკრაინელი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს კონტრაქტს.

გასულ სეზონში ზინჩენკომ „მანჩესტერ სიტიში“ 28 მატჩი ჩაატარა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.