„არსენალმა“ და ხულიან ალვარესმა პირადი კონტრაქტი შეათანხმეს #1TVSPORT
მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდმა ხულიან ალვარესმა, შესაძლოა, ინგლისში გააგრძელოს კარიერა. გამოცემა The Article-ის ინფორმაციით, „არსენალმა“ პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა არგენტინელ თავდამსხმელთან.
26 წლის ფეხბურთელისთვის კვლავინდებურად პრიორიტეტად რჩება „ბარსელონაში“ გადასვლა. მიუხედავად ამისა, ალვარესი მზად არის, შეუერთდეს ინგლისის ჩემპიონს, თუ კატალონურ კლუბთან გარიგება ჩაიშლება. „არსენალის“ სპორტული დირექტორი ანდრეა ბერტა მოლაპარაკებებს აწარმოებს „ატლეტიკოსთან“, თუმცა მხარეები შორს არიან შეთანხმებასთან ფეხბურთელის ღირებულების საკითხში.