„არსენალმა“ „ჩელსისთან“ ნონი მადუეკეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT
„არსენალმა“ „ჩელსისთან“ ნონი მადუეკეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ „ჩელსისთან“ ინგლისელი გარემარბის, ნონი მადუეკეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, – ინფორმაციას სატრანსფერო „ბაზრის“ ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანოს თქმით, „არსენალი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მილიონ ფუნტს გადაიხდის და მადუეკესთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.

ინგლისის ნაკრების 23 წლის ფეხბურთელი „ჩელსის“ ღირსებას 2023 წლიდან იცავდა, კლუბმა ის „პსვ ეინდჰოვენიდან“ შეიძინა.

„ჩელსის“ შემადგენლობაში ნონი მადუეკემ ყველა ტურნირზე 92 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში გუნდთან ერთად ის უეფა-ს კონფერენსლიგის გამარჯვებული გახდა.