„არსენალმა“ არტეტას ახალი კონტრაქტი შესთავაზა (BBC) #1TVSPORT
„არსენალმა“ არტეტას ახალი კონტრაქტი შესთავაზა (BBC) #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ წინასწარი მოლაპარაკებები გამართა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე, – იტყობინება ტელეკომპანია BBC.

ესპანელი სპეციალისტი „არსენალს“ 2019 წლიდან ავარჯიშებს და კლუბს ერთადერთი ტიტული სადებიუტო სეზონში მოაგებინა, როცა ლონდონელებმა ინგლისის თასი დაისაკუთრეს.

ახლა არტეტას, მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით, ერთი წელი რჩება, თუმცა თავისი მუშაობით 44 წლის სპეციალისტმა დაარწმუნა კლუბის ხელმძღვანელობა, რომ სწორი ადამიანია „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

როგორც BBC იტყობინება, მხარეებმა უკვე დაიწყეს ახალი კონტრაქტის განხილვა და ეს პროცესი პოზიტიური მიმართულებით ვითარდება.