„არსენალმა“ 21 მილიონ ფუნტად ლეანდრო ტროსარდი შეიძინა #1TVSPORT
„არსენალმა“ 21 მილიონ ფუნტად ლეანდრო ტროსარდი შეიძინა #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ დაადასტურა ლეანდრო ტროსარდის ტრანსფერი. პრემიერლიგის ლიდერმა 28 წლის ფეხბურთელთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „არსენალმა“ ბელგიელის სანაცვლოდ „ბრაიტონს“ 21 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რასაც ასევე ემატება ხუთი მილიონი ფუნტი ბონუსების სახით.

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ კომენტარი გაუკეთა ტროსარდის ტრანსფერს: „ტროსარდი მრავალმხრივი მოთამაშეა მაღალი ტექნიკური შესაძლებლობებითა და ინტელექტით. გააჩნია დიდი გამოცდილება პრემიერლიგასა და საერთაშორისო დონეზე. ლეანდრო გააძლიერებს ჩვენს შემადგენლობას სეზონის მეორე ნახევარში. მოუთმენლად ველოდები მასთან თანამშრომლობას“.

ტროსარდმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.