„არსენალის“ მწვრთნელი - გრიგალავას ტრავმა აქვს და არა კორონავირუსი
„არსენალის“ მწვრთნელი - გრიგალავას ტრავმა აქვს და არა კორონავირუსი

ტულის „არსენალის“ ქართველმა კაპიტანმა, გია გრიგალავამ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრა მოსკოვის „დინამოსთან“ (რომელიც, მისმა გუნდმა 1:0 მოიგო) ტრავმის გამო გამოტოვა – ეს მედიასთან ტულის „არსენალის”“მთავარმა მწვრთნელმა სერგეი პოდპალიიმ განაცხადა.

გრიგალავამ ამ მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა, მან ასევე გრზონოსახმატთან“ შეხვედრა გამოტოვა. ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების მცველსა და ტულელთა მეკარეს, არტურ ნიგმატულინს კორონავირუსი აღმოუჩინეს, რაც ტყუილი აღმოჩნდა.

„გრიგალავა საკლუბო ბაზაზე იმყოფებოდა; მას ტერფის პრობლემა აქვს და არა კორონავირუსი. ფეხი შეშუპებული აქვს, ასეთ მდგომარეობაში კი ფეხბურთელი ვერც ივარჯიშებს და ვერც ითამაშებს. მასთან ექიმები მუშაობენ და ვიმედოვნებთ, რომ გრიგალავა 1-2 ტურის შემდეგ დაგვიბრუნდება“, – ამბობს პოდპალიი.