„არსენალის“ მწვრთნელი - დავითაშვილი სანაკრებო მატჩებამდე დაისვენებს #1TVSPORT
„არსენალის“ მწვრთნელი - დავითაშვილი სანაკრებო მატჩებამდე დაისვენებს #1TVSPORT

ტულას „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, დიმიტრი პარფიონოვმა, მოსკოვის „სპარტაკთან“ მატჩსა და ზურიკო დავითაშვილის არყოფნის შესახებ კომენტარი გააკეთა.

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ტულას „არსენალმა“ მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ისევე როგორ „არსენალის“ ბომბარდირი ევგენი ლუცენკო და ევანს კანგვა მატჩის განაცხადში არ იყვნენ. რუსული მედიის ცნობით, ისინი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარნენ.

„რაც შეეხება ზურიკოს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ის ეროვნული ნაკრებების შესვენებამდე დაისვენებს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, დავითაშვილი ჩემპიონატის განახლებისთვის მზად იქნება“, – განაცხადა ტულას „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა.

დიმიტრი პარფიონოვის სიტყვები იმას ნიშნავს, რომ ზურიკო დავითაშვილი, დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების სექტემბრის მატჩებს გამოტოვებს – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 სექტემბერს ჩვენი ეროვნული გუნდი ბათუმის ახალ სტადიონზე კოსოვოს დაუპირისპირდება, 5 სექტემბერს ესპანეთს ბადახოსში ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრაში სოფიაში ბულგარეთის ეროვნულ ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

დატოვე კომენტარი