„არსენალის“ ლეგენდამ ივარაუდა, რომ კორონავირუსი ფერადკანიანებს უფრო მეტად აზიანებს
„არსენალის“ ლეგენდამ ივარაუდა, რომ კორონავირუსი ფერადკანიანებს უფრო მეტად აზიანებს

არსენალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა სოლ კემპბელმა კორონავირუსის შესახებ ფრიად საკამათო აზრი გამოთქვა.

„იყო თუ არა ეს ვირუსი ბუნების შეცდომა? იქნებ, წინასწარ განზრახული შეცდომა? საინტერესოა, ეს ვირუსი უტევს თუ არა გარკვეული სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს?“ – დაწერა კემპბელმა თავის „ტვიტერში“ და მას დაურთო „სქრინშოტი“, რომელშიც წერია, რომ ფერადკანიანი ადამიანებისთვის კორონავირუსით გარდაცვალების ოთხჯერ უფრო მაღალი რისკი არსებობს, ვიდრე სხვა რასის ადამიანებისთვის.

სოლ კემპბელი „არსენალში“ 2001-2006 წლებში თამაშობდა.

დატოვე კომენტარი