არსენალის ხელმძღვანელობა რასისტი გულშემატკივრის ლოკალიზებისთვის გამოძიებას იწყებს
არსენალის ხელმძღვანელობა რასისტი გულშემატკივრის ლოკალიზებისთვის გამოძიებას იწყებს

ლონდონის არსენალის ხელმძღვანელობა სტადიონზე რასისტულ შეძახილებთან დაკავშირებულ ინციდენტს იძიებს. 11 აპრილს, არსენალსა და ნაპოლის შორის ევროპა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს და ისმის, თუ როგორ აყენებს რასისტული სახის შეურაცხყოფას ერთ-ერთი ინგლისელი გულშემატკივარი იტალიური გუნდის მცველს, სენეგალელ კალიდუ კულიბალის.

„ჩვენ ცალსახად და კატეგორიულად ვგმობთ მსგავს საქციელს“, – ნათქვამია არსენალის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, – „გამოძიება დაწყებულია და დამნაშავე მალე იქნება ნაპოვნი“.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში გამართული მატჩი არსენალის გამარჯვებით, 2-0 დასრულდა, განმეორებითი მატჩი კი ნეაპოლში მომდევნო კვირას შედგება.