„არსენალის“ ფორვარდი ბალოგუნი აშშ-ის ნაკრების ღირსებას დაიცავს #1TVSPORT
„არსენალის“ ფორვარდი ბალოგუნი აშშ-ის ნაკრების ღირსებას დაიცავს #1TVSPORT

„არსენალის“ ფორვარდი ფოლარინ ბალოგუნი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში ითამაშებს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიცო რომანო წერს, ფიფა-მ ნება დართო ფეხბურთელს სპორტული მოქალაქეობის შეცვლაზე.

ადრე ბალოგუნი ინგლისის იუნიორთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა, ასევე ოთხი მატჩი ჩაატარა აშშ-ის 18-წლამდელთა ნაკრებში.

ბალოგუნი ნიუ იორკშია დაბადებული, მაგრამ ორი წლის იყო, როცა მისი ოჯახი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.

2022-23 წლების სეზონში ბალოგუნი იჯარით ფრანგულ „რეიმსში“ თამაშობს და 34 მატჩში 19 გოლი გაიტანა, რითიც ლიგა 1-ის TOP 5 ბომბარდირებს შორის შედის.