„არსენალის“ ფეხბურთელი რამდენიმე ევროპულ გრანდთან მართავს მოლაპარაკებებს
„არსენალის“ ფეხბურთელი რამდენიმე ევროპულ გრანდთან მართავს მოლაპარაკებებს

„არსენალის“ ნახევარმცველი მატეო გუენდუზი მიმდინარე სეზონის ბოლოს ლონდონური კლუბის დატოვებას აპირებს. ამ ინფორმაციას ფრანგული ტელეარხი TF1 ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა უკვე გამართა წინასწარი მოლაპარაკებები „ბარსელონასთან“, „ატლეტიკოსთან“, „პარი სენ-ჟერმენთან“ და „ინტერთან“, თუმცა ჯერ-ჯერობით რომელიმე ამ კლუბის მხრიდან ფრანგის მიმართ განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე ცნობილი არაფერია.

რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბრაიტონის“ წინააღმდეგ მატჩის მიმდინარეობისას (1:2), გუენდუზი მეტოქე ფეხბურთელებს მათი დაბალი ხელფასების გამო დასცინოდა, რის გამოც „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ მისი გუნდიდან გაშვება გადაწყვიტა.

მიმდინარე სეზონში გუენდუზიმ „არსენალის“ მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე პასი შეასრულა. მისი კონტრაქტი ლონდონელებთან მომავალი წლის ზაფხულამდეა ძალაში.