ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელები საკუთარ ბაზაზე ვარჯიშებს მიმდინარე კვირიდან განაახლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი, კორონავირუსის პანდემიის გამო, კვლავ იზოლაციის რეჟიმში იმყოფება. ამ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
წყარო იტყობინება, რომ კლუბმა ვარჯიშებზე დაბრუნებასთან დაკაბვშირებით მკაცრი წესები დაადგინა. მაგალითად, ფეხბურთელები ბაზაზე ცალ-ცალკე მივლენ და პირდაპირ მოედანზე შევლენ, რადგან ბაზის ყველა შენობა დაკეტილი იქნება. გარდა ამისა, ვარჯიშის შემდეგ ისინი შხაპის მიღებისა და სადილის გარეშე დაბრუნდებიან სახლებში.