„არსენალი“ უახლოეს 24 საათში ვიქტორ დიოკერეშს გაიფორმებს #1TVSPORT
„არსენალი“ უახლოეს 24 საათში ვიქტორ დიოკერეშს გაიფორმებს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალი“ უახლოესი ერთი დღის განმავლობაში დაასრულებს ვიქტორ დიოკერეშის ტრანსფერს.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ინგლისური კლუბი ლისაბონის „სპორტინგს“ 63.5+10 მილიონ ევროს გადაუხდის შვედეთის ნაკრების 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ.

ტელეკომპანია BBC-ს მონაცემებით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები კვირაზე მეტხანს გრძელდებოდა და ახლა დასკვნით ფაზაშია. თავად დიოკერეშმა უკვე შეათანხმა ლონდონელებთან ხუთწლიანი კონტრაქტი.

„არსენალი“ ჩქარობს ფორვარდის გაფორმებას, რადგან სურს მისი აზიურ ტურნეში წაყვანა. 23, 27 და 31 ივლისს ინგლისელები ითამაშებენ „მილანთან“, „ნიუკასლთან“ (ორივე მატჩი სინგაპურში გაიმართება) და „ტოტენჰემთან“ (ჰონგ კონგში).

ვიქტორ დიოკერეში, ზედიზედ ორი სეზონია, პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 29 და 39 გოლით.