„არსენალი“ შემოსავლის 25 პროცენტს დაკარგავს, თუ მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება

19:30, 05.05.2020

პრემიერლიგის კლუბებს შორის ლონდონის „არსენალი“ ფინანსური კუთხით ყველაზე მეტად დაზარალდება, თუ მატჩები ცარიელ ტრიბუნებთან ჩატარდება,  – იტყობინება The Telegraph.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის ზარალი საერთო შემოსავლების 25 პროცენტი იქნება, მთლიანად კი პრემიერლიგა 880 მილიონ ფუნტ სტერლინგს დაკარგავს.

შედარებისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ საერთო შემოსავლის 17,67 პროცენტს გამოეთხოვება.

მსგავსი