„არსენალი“ საფეხბურთო სეზონის ბოლომდე მიყვანის მომხრეა
„არსენალი“ საფეხბურთო სეზონის ბოლომდე მიყვანის მომხრეა

ლონდონურმა გრანდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყანაში საფეხბურთო სეზონის ბოლომდე მიყვანის მომხრეა, რათა ტურნირების მთლიანობა არ დაირღვეს.

„ჩვენ სრულებით ვემხრობით 2019/20 სეზონის დარჩენილი მატჩების ბოლომდე ჩატარებას, რომ ტურნირების მთლიანობა არ დაირღვეს“, – წერია „არსენალის“ ოფიციალურ განცხადებაში.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ასევე აღნიშნავს, რომ ტურნირების განახლება მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

ინგლისის ჩემპიონატი 30 აპრილამდეა შეჩერებული, თუმცა პრემიერლიგის კლუბების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ტურნირი მაისშიც არ უნდა განახლდეს.