„არსენალი“ რაიან ფრეიზერით დაინტერესდა
„არსენალი“ რაიან ფრეიზერით დაინტერესდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ბორნმუთის“ 24 წლის ფეხბურთელი რაიან ფრეიზერი „ლონდონის“ არსენალის ერთ-ერთი სამიზნე იქნება, – იუწყება Goal.com.

შოტლანდიელი ფეხბურთელის კონტრაქტი „ბორნმუთთან“ 2020 წლის ზაფხულში იწურება და კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ფრეიზერი არ აპირებს. შესაბამისად, ლონდონელებს საშუალება ექნებათ, რომ პერსპექტიული შოტლანდიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის რანგში შეიძინონ.

მიმდინარე სეზონში ფრეიზერმა „ბორნმუთის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.