„არსენალი“ რაფაელ ლეაოთი ინტერესდება #1TVSPORT
„არსენალი“ რაფაელ ლეაოთი ინტერესდება #1TVSPORT

„მილანის“ ფორვარდი რაფაელ ლეაო „არსენალის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, – იტყობინება გამოცემა La Repubblica.

ლონდონური კლუბი ზაფხულში აპირებს შეტევის ხაზის გაძლიერებას და შეეცდება ლეაოს გადაბირებას. პორტუგალიელი გარემარბის გაფორმებით ასევე „ევერტონი“ და „ვულვერჰემპტონი“ არიან დაინტერესებულები.

რაფაელ ლეაოს მოქმედი კონტრაქტი „მილანთან“ 2023 წლის ივნისამდეა ძალაში და იტალიურ კლუბს დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა 27 მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე, 10 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „არსენალი“ ასევე დაინტერესებულია „საუთჰემპტონის“ ფორვარდის არმანდო ბროის გადაბირებით.