„არსენალი“ რაბიოს მიწვევას აპირებს
„არსენალი“ რაბიოს მიწვევას აპირებს

ლონდონის „არსენალი“ დაინტერესებას გამოთქვამს ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველით ადრიენ რაბიოთი, – წერს Footmercato.

„არსენალის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა აპირებს გააძლიეროს გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს და ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ განიხილავს ფრანგ ნახევარმცველს, რომელიც იშვიათად ჩნდება „იუვენტუსის“ ძირითადში და უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით.

ამ სეზონში რაბიომ მხოლოდ 12 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და წარმატებული მოქმედება არ ჰქონია. 24 წლის ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენიდან“ „იუვენტუსში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. მისი კონტრაქტი ტურინულ გუნდთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.