„არსენალი“ Opta-ს ვერსიით ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, პსჟ TOP 3-ის მიღმაა #1TVSPORT
სტატისტიკურმა პორტალმა, Opta-მ გამოავლინა 2026-27 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი პრეტენდენტები. ფავორიტი ინგლისის ჩემპიონი „არსენალია“, რომლის გამარჯვების ალბათობაა 21,2%.
Opta-ს ვერსიით ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ფავორიტების ტოპათეული ასეთია:
არსენალი – 21,2%
ბაიერნი – 19,9%
მანჩესტერ სიტი – 12%
პარი სენ-ჟერმენი – 7,7%
ბარსელონა – 7%
რეალი – 5,1%
ლივერპული – 5,1%
მანჩესტერ იუნ – 3,7%
ინტერი – 3,4%
ასტონ ვილა – 2%
ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენია“, რომელმაც წინა გათამაშების ფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა „არსენალი“.