„არსენალი“ ნიკო უილიამსის გამოსასყიდი ოპციის გააქტიურებას აპირებს #1TVSPORT
„არსენალი“ ნიკო უილიამსის გამოსასყიდი ოპციის გააქტიურებას აპირებს #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრებისა და „ბილბაოს“ გარემარბს ნიკო უილიამსს კარიერის გაგრძელების ახალი ვარიანტი გამოუჩნდა.

როგორც გამოცემა El Nacional წერს, უილიამსის მიმართ ინტერესს გამოხატავს ლონდონის „არსენალი“. ინგლისელები აპირებენ გაააქტიურონ ესპანელის კონტრაქტში არსებული პუნქტი გამოსასყიდ თანხაზე, რომელიც 60 მილიონ ევროს შეადგენს. გარდა ამისა, „არსენალი“ მზად არის უკეთესი ფინანსური პირობები შესთავაზოს უილიამსს, ვიდრე „ბარსელონამ“, რომელსაც ფავორიტად მიიჩნევენ ნიკოსთვის ბრძოლაში.

გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში უილიამსი უფრო ღია გახდა პრემიერლიგაში შესაძლო ტრანსფერზე. „არსენალის“ გარდა, ესპანელის შეძენა სურთ „ჩელსის“ და „ლივერპულს“.

ამ სეზონში 30 მატჩში უილიამსმა ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.