„არსენალი“ მზად იყო, რაისის ტრანსფერში 80 მილიონი ფუნტი გადაეხადა #1TVSPORT
„არსენალი“ მზად იყო, რაისის ტრანსფერში 80 მილიონი ფუნტი გადაეხადა #1TVSPORT

„არსენალმა“ „ვესტ ჰემს“ დეკლან რაისის ტრანსფერში 80 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო, – იუწყება The Guardian-ი.

გამოცემის ინფორმაციით, „არსენალის“ გულუხვ წინადადებაზე უარის თქმის მიზეზი ის არის, რომ „ვესტ ჰემში“ „მანჩესტერ სიტისგან“ კიდევ უფრო ხელსაყრელ შეთავაზებას ელოდებიან. აღნიშნავენ, რომ, „ვესტ ჰემის“ მენეჯერების გათვლით, 24 წლის ნახევარმცველში 100 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

დეკლან რაისს „ვესტ ჰემთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ინგლისელმა ნახევარმცველმა 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.