„არსენალი“ მზად არის, ხამესში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს
„არსენალი“ მზად არის, ხამესში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

ლონდონური კლუბი მზად არის, რომ მადრიდის „რეალს“ ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს.

Daily Express – ის ინფორმაციით ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობა ყველაფერს ეცდება, რომ „რეალის“ კოლუმბიელი ლეგიონერი საკუთარ გუნდში გადმოიყვანოს.

28 წლის კოლუმბიელში ლონდონელები „სამეფო კლუბს“ 35 მილიონ ფუნტს სთავაზობენ, თუმცა „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ხამეს როდრიგესს 42 მილიონ ფუნტად აფასებს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონელების კონკურენტები „ნაპოლი“ და „ატლეტიკო“ იქნებიან. ამ კლუბების ხელმძღვანელები ხამეს როდრიგესით სერიოზულად არიან დაინტერესებულები.

მიმდინარე სეზონში ხამესმა „რეალის“ შემადგენლობაში 9 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ერთი საგოლე პასი შეასრულა.