„არსენალი“ მუდრიკის გადაბირებასთან ახლოსაა #1TVSPORT
LODZ, POLAND - JUNE 11: Styopa Mkrtchyan of Armenia is challenged by Mykhaylo Mudryk of Ukraine during the UEFA Nations League League B Group 1 match between Ukraine and Armenia at LKS Stadium on June 11, 2022 in Lodz, Poland. (Photo by Adam Nurkiewicz/Getty Images)
პრემიერლიგის ლიდერ „არსენალს“ უკრაინელი ვუნდერკინდის, მიხაილ მუდრიკის გადაბირების ახალი მცდელობა აქვს.
ლონდონურმა კლუბმა დონეცკის „შახტარს“ გაუმჯობესებული წინადადება შესთავაზა, – წერს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. თავდაპირველად „არსენალმა“ 40+20 მილიონი ევროს წინადადებით მიმართა უკრაინულ კლუბს, ახლა კი ინგლისელები 70 მილიონ ევროს იხდიან 21 წლის გარემარბში.
„არსენალი“ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ გარიგება შედგება, მით უმეტეს, რომ ლონდონელებმა უკვე შეათანხმეს პირადი კონტაქტის დეტალები მუდრიკთან.